[su_quote] კომპრომატი რა შუაშია, გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია? მოვუწოდე, მეგონა ყველას მხრიდან იქნებოდა მხარდაჭერა ამ მიმართულებაზე, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ყველგან არის შესაბამისი სივრცეები იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამის პოპულარიზაცია ყველა პოლიტიკოსისთვის პლუსია და არა მინუსი. არ ვიცი, იმდენი ვისაუბრეთ ამ თემაზე, საერთოდ აღარ არის საინტერესო, რამდენიმე დღის წინ წარვადგინე ურბანული პოლიტიკა და ვაპირებ მომდევნო დღეებშიც ვესაუბრო მნიშვნელოვან სიახლეებზე [/su_quote]\
– ასე პასუსობს თბილისის მერი, კახა კალაძე, ჟურნალისტების შეკითხვას, გადაიქცა თუ არა ნარკოტესტის ჩაბარება კომპრომატების ბრძოლად თუ ეს არის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.
ცნობისთვის, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარიას განცხადებით, ზოგიერთმა მერობის კანდიდატმა სამწუხაროდ, დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით “ბანკებით” დაიწყო სირბილი, რისთვისაც უბრალოდ არ სცალია.