[su_quote] კანონი არ ავალდებულებს [ნარკოტესტს] მერობის კანდიდატებს. მე რომ 4 წლის წინ კანდიდატი ვიყავი, ტესტი არ ჩამიბარებია, მაგრამ მე რომ ახლა ვიყო მერობის კანდიდატი, აუცილებლად ჩავაბარებდი ნარკოტესტს იმიტომ რომ, აი ეს, ფეხს რომ ითრევენ კანდიდატები, ძალიან ცუდად გამოიყურებიან, თავს იმართლებენ… თუ არ ხარ ნარკომანი და არ გიმაიმუნია, ადექი და რად გინდა ამდენი ხვეწნა მუდარა. გახარია იქნება, მელია თუ ანა დოლიძე, მოვუწოდებდი რომ გაცილებით ღირსეული, საპასუხისმგებლო ქცევა იქნება, წახვიდე, ჩააბარო, თქვა, რომ აჰა, არაფერი არ მჭირს. არ მინდა მე ნარკომანი ქალაქის მერი. მე მარიხუანა გამისინჯავს და სხვა მძიმე ნარკოტიკი აპაპაპა [/su_quote]
– თქვა ელისაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.
ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. კალაძემ ნარკოტესტი თავად 6 სექტემბერს ჩააბარა