“ქართული ოცნების” წევრი, გია ვოლსკი , “ედისონ რისერჩის” კვლევას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიკერძოებულია.
მისივე თქმთ, რეალობა ის არის, რაც მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა.
“ის, რომ “ლეიბორისტულ პარტიას” უცებ აღმოაჩნდა დიდი პროცენტი ან ნაკლებად პოპულარულ პოლიტიკურ სუბიექტს, ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ეს ყველაფერი არითმეტიკულად შეიძლება იყოს გამოთვლილი საით მიდის “ედისონ რისერჩის” პოლიტიკური მოსაზრება. ეს კვლევა, ჩატარებული კეზერაშვილის მიერ, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სასამართლოში მისი საკითხის განხილვა განახლდა, შეიძლება ჩაითვალოს როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული კვლევა. რეალობა ის არის, რაც დღეს მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაზე რეალური და ნამდვილი არის არჩევნები, რომელზეც საზოგადოება პოზიციას გამოხატავს,”- განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.