ახალი ამბები საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრამდე საქართველოს დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

მათივე ცნობით, 13 სექტემბერიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.

“11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 12 სექტემბერს +21, +26 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 სექტემბერიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.

თბილისში 10-11 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. 12 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 13-16 სექტემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი ამინდია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....