“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძემ, გუშინ, “ფორმულას ეთერში” გამოქვეყნებულ კვლევებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კვლევა რეალობას არის აცდენილი და სერიოზული საუბარი ამ თემაზე არ ღირს.
“რადგან დაზუსტება გააკეთეთ, არცერთი კვლევა არ დამთხვევია შედეგს, მხოლოდ ეგზიტპოლის შედეგები, ეს ერთი; მეორე, თქვენ ალბათ ძალიან კარგად იცით, რომ მაქსიმალური ცდომილება პარტიულ კვლევებშიც კი, შეიძლება იყოს 3%, ხომ ასეა? 500% ცდომილება არ გაგიგიათ ალბათ ხომ? 500% ცდომილება ხომ არ გაგიგიათ? ხომ წარმოუდგენელია? 5-იანი წარმოუდგენელი, 50-იანი უკვე სასაცილოა და 500% აღარაფერი აღარ არის, მაგალითად ლეიბორისტულ პარტიას ყველა არჩევნებში ბოლოს აქვს 1% და 500%-ზე მეტი დაუწერეს ამ კვლევის ავტორებმა, 500%-ზე მეტი!
ამავე დროს კვლევის ჩამტარებლებს წარმოდგენა არ აქვთ, ჩემი აზრით, მაგალითად იმაზე, რომ ანა დოლიძეს არაფერს ვერჩი, მაგრამ 11 ოლქში იღებს მისი პარტია მონაწილეობას და ის პროცენტი, რაც მათ ანა დოლიძის პარტიას დაუწერეს, რომ დაჯდეს და დაემთხვეს არჩევნების შედეგებს, მაშინ ანა დოლიძის პარტიამ, თითოეულ ოლქში უნდა მიიღოს მინიმუმ 15,20,25, 30% იმისათვის, რომ საერთო ჯამში იგივე პროცენტი ქონდეს, ის 3%, რა პროცენტიც დაუწერა ედისონ რისერჩის კვლევამ.
“ერი” ესეთი პარტია რომაა, ესეთი სახელი რომ ქვია, მას დაუწერეს 1% თუ არ ვცდები, ხომ ასეა? ერთადერთ ოლქში იღებს მონაწილეობას, დუშეთში მან უნდა მიიღოს, რა ვიცი, 1500 ან 1700 % , რამდენად ირონიულადაც არ უნდა ხმოვანდებოდეს ეს ახლა ჩემგან, იმისათვის, რომ საერთო ჯამში მან ეროვნულ დონეზე მიიღოს, 1%. დანარჩენზე ალბათ სერიოზულად საუბარი არც ღირს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.