პარტია “საქართველოსთვის”, სიის მე-19 ნომერმა გიორგი ჯოჯუამ, რომელიც პროპორციული სიით დამტკიცდა გუშინ საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.
პარტიის ერთ-ერთი წევრი, გიგა ფარულავა აცხადებს, რომ მიზეზი მასზე ზეწოლაა.
მისივე განცხადებით, ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა ფოთშიც, სადაც მათ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს საკმაოდ სოლიდური თანხა შესთავაზეს.
“მმართველი გუნდის მხრიდან ყოველგვარ რაციონალურ ზღვას სცილდება პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” მხარდამჭერებსა და წევრებზე განხორციელებული შანტაჟი და მუქარა. მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენი პროპორციული სიის მე-19 ნომერმა გიორგი ჯოჯუამ მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, ეს იყო მის მიმართ განხორციელებული უმწვავესი დაშინებისა და მუქარის შედეგი”, – ამბობს ფარულავა “მთავარი არხის” ეთერში.