ახალი ამბები კორონავირუსი

ბათუმში, კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული კაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

“9 სექტემბერს, ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტს კოვიდ სასტუმტოში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.

ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება”, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....