ახალი ამბები

წილოსანი: თხილის ექპორტი გაზრდილია 50%-ით წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი, სოფლის მეურნეობაში გამოკვეთილ პოზიტიურ დინამიკაზე საუბრობს და აცხადებს:

“თუ 2012 წელს აგროსასურსათო პროდუქტი ნახევარი მილიარდი იყო, უკვე ერთს მილიარდს გადასცდება. ამ გამორმაგებული ციფრების უკან დგანან ადამიანები, ფერმერები , რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის დახმარებით სოფლად მცხოვრები ადამიანები ახორციელებენ.

კონკრეტიკაზეც გადავალ თხილის ექპორტი გაზრდილია 50%-ით წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით და 106 000 000 $ გადასცდა. აღსანიშნავია, რომ ექპორტის ძირითადი წილი მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე , რაც ჩვენი საერთო პოლიტიკის ნაწილია. ატმის ექსპორტი ერთ-ერთი წარმატებული პროდუქტია და მისი წარმატებულად ექსპორტირება დიდწილად დაკავშირებულია აგრარულ პილიტიკასთან. ასევე მოცვის ექსპორტი, რომელიც 45%-ით არის გაზრდილი” , – თქვაწილოსანმა საპარლამენტო სესიაზე.

იტვირთბა....