ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 50 წელს ქვემოთ ასაკის ორჯერადად აცრილ მოქალაქეებში გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.
“50 წელს ქვემოთ აცრილებში გარდაცვლილი, ფაქტობრივად, არ გვყავს, ხოლო გარდაცვლილებში სრულად აცრილის წილია 0.3%”, – განაცხადა მინისტრმა გადაცემაში “იმედის დილა”.