aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი

გაბუნია: ვაქცინაცია შესაძლოა დაიწყოს 12-16 წლამდე ბავშვებში

aviabiletebi
ავიაბილეთები

12-დან 16 წლამდე ბავშვებში, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, შესაძლოა, ვაქცინაცია დაიწყოს – განაცხადა ჯადანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან რეკომენდაციას დაელოდება.

“ჩვენთვის მაინც უფრო მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო 12-დან 16-წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. 16 წლიდან, როგორც იცით, უკვე მიმდინარეობს აცრები. ამ ეტაპზე, რასაც განიხილავს ჩვენი ექსპერტების ჯგუფი, არის იმ ბავშვების ვაქცინაციის ხელშეწყობა ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომელთაც აქვთ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა, რაც განსაკუთრებით ამძიმებს გამოსავალს კოვიდ ინფექციის შემთხვევაში.

ბევრმა ქვეყანამ, მაგალითად ბრიტანეთმა, როდესაც ჩაატარა რისკის და სარგებლის ანალიზი, დასკვნა ჰქონდათ იმგვარი, რომ ჯანმრთელ ბავშვებში 12-დან 16 წლამდე კოვიდი არ ქმნის იმდენ რისკებს, რომ ვაქცინაციის სარგებელი იყოს ძალიან მაღალი. აქედან გამომდინარე, მათი დასკვნა არის დადებითი იმ ბავშვებთან მიმართებაში, ვისაც აქვს რაიმე მძიმე თანმხლები დაავადებები და მათ აცრიან. ჩვენ ჯერჯერობით ამ მიმართულებით ვმსჯელობთ. მაინც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იყოს მეტად მყარი პოზიცია ჯანმო-ს მხრიდან, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ”, – თქვა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

იტვირთბა....