მთავარი საზოგადოება

ვინ არის ყველა დროის 10 სექსუალური ქალი მსოფლიოში (ფოტო)

 

არავის შეუძლია განსაზღვროს ქალის სექსუალურობა ისე კარგად, როგორც მამაკაცს. წარმოგიდგენთ მამაკაცების მიერ დასახელებულ მსოფლიოს ყველა დროის 10 სექსუალურ ქალს, რომელიც მამაკაცების ჟურნალმა Men’s Health magazine -მა გამოაქვყნა:

10, ანჯელინა ჯოლი

er-HD

ამ მსახიობის ყველაზე კარგი დახასიათება ალბათ „ფატალური ქალია“. ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მსახიობი ქალია, რომლის სილამაზე დროს უძლებს.

9, ჯეინ ფონდა

fonda

70-იანი წლების მსახიობი ქალი, რომელმაც ფაქტობრივად, სექსუალური რევოლუცია მოახდინა.

8, პამელა ანდერსონი

pamela

ეს მსახიობი დღემდე ინარჩუნებს სექს-სიმბოლოს სტატუსს. პამელა ანდერსონმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება იყოს სექსუალური ქალი ეკრანზე კომედიური როლების კარგი შემსრულებელიც.

7, ბეტი ფეიჯი

bettie

90-იანი წლების შოუ-ბიზნესის წევრი, „ფლეი ბოის“ ვარსკვლავი, რომლის სექსუალურობაც იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ სენატიც კი ჩაერთო მისი საქმიანობის აკრძალვაში.

6, ურსულა ანდრესი

ursula

ყოველწლიურად მსოფლიო ჯეიმს ბონდის ახალ გოგონას ელის, მაგრამ გოგონა 1962 წლის ბონდიანიდან არავის ავიწყდება.

5, მადონა

madonna

80-იანების შუაში ყველა შეშლილი მადონას შესახებ საუბრობდა. შოუ-ბიზნესში მისი გამოჩენა სკანდალებთან და მილიონობით გაყიდულ ალბომთან ასოცირდება.

4, ბრიტნი სპირსი

britney1

ბრიტნი სპირსის შოუ-ბიზნესში შესვლა ინოვაციური იყო. მთელი მსოფლიო 17 წლის სექსუალური გოგონას ქალწულობაზე საუბრობდა. აინტერესებდათ ვინ იქნებოდა მისი პირველი მამაკაცი და ა.შ. თანდათან ბრიტნის იმიჯი უმანკო გოგონადან სკანდალურ, თავაშვებულ ქალად გარდაიქმნა, ამ უკანასკნელმა კი მას პოპულარობა დააკარგვინა. მიუხედავად ამ ეტაპზე მისი არააქტუალობისა, ბრიტნი სექს სიმბლოდ რჩება.

3, მერლინ მონრო

marilyn

 

მერლინ მონრო ერთ-ერთი გამორჩეული სექს სიმბოლოა. იგი იმდენად მომხიბვლელი და შარმიანი იყო, რომ პრეზიდენტი ჯონ კენედიც კი აცდუნა.

2, რექუელ ველქი

RachelWelch

ეს ის ქალია, მის  პოსტერს, ფილმში „გაქცევა შოუშანკიდან“ პატიმრები ციხის ხვრელის დასაფარად რომ იყენებენ. იგი 70-იან წლებში „ფლეი ბოის“ მიერ ყველაზე სექსუალურ ქალად დასახელდა.

1, ჯენიფერ ანისტონი

jennifer

როგორც კი ეს მსახიობი დასახელდა ყველაზე სექსუალურ ქალად, კრიტიკის ქარ-ცეცხლმაც არ დააყოვნა. ვისთვის ანისტონი არათუ სექსუალური არ არის, შეუხედავი ქალიც კია, მაგრამ ფაქტია, მამაკაცთა უმრავლესობას, მათ შორის ბრედ პიტს, ანისტონის სექსუალობა თავბრუს ახვევდა.

იტვირთბა....