aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: სავსებით დასაშვებია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეხუთე და მეექვსე ტალღები იყოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავსებით დასაშვებია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეხუთე და მეექვსე ტალღა დაიწყოს.

მისივე თქმით, ოქტომბრის მეორე ნახევარში ქვეყანაში რესპირაციული ვირუსებიც გააქტიურდება.

„დასაშვებია, რომ იყოს მეხუთე და შემდგომ მეექვსე ტალღებიც. ვირუსულ ინფექციებს აქვთ ციკლური მიმდინარეობა და ეს სავსებით დასაშვებია. მითუმეტეს, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან საქართველოში იწყება რესპირაციული ვირუსების სეზონი, როდესაც აქტიურდება სხვადასხვა რესპირაციული ვირუსი. თვითონ კორონაც გახლავთ რესპირაციული ვირუსი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ.

იტვირთბა....