ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია 13 სექტემბრიდან დაიწყება

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია ორშაბათიდან, 13 სექტემბრიდან დაიწყება.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ვაქცინირებული პირებისთვის, ყოველდღიურად, ფულად ჯილდოებს გაათამაშებს.

“ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მლნ 800 ათასი ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდი დაწყებული 100 ლარიდან. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი”, – განაცხადა ღიბრაძემ.

როგორც მან აღნიშნა, შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს, ლოტოტრონის პრინციპით ჩატარდება და საპრიზო ფონდი 100 ათასი ლარი იქნება.

იტვირთბა....