საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ყველა სხვა შეზღუდვა კი ამ ეტაპისთვის ძალაში რჩება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საბჭომ, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების შესახებ, თუმცა შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
“ყველა მონაწილე უნდა იყოს ან აცრილი ან 72-საათიანი PCR ტესტი ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენის ტესტის პასუხი უნდა ჰქონდეს თან”,- ამბობს ღიბრაძე.
შეგახსენებთ, რომ საბჭომ თავდაპირველად, 14-დან 4 სექტემბრამდე შეზღუდა ტრანსპორტი, შემდეგ კი აღნიშნული რეგულაცია 13 სექტემბრამდე გაახანგრძლივეს.

