ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვიჩია: თუ სააკაშვილი ჩამოვა, პირობას ვდებთ, რომ ელექტრო პორშეთი დავხვდებით და მოვიყვანთ პარლამენტში

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩიას თქმით, პირობას დებს, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მათი ახალნაყიდი ელექტრო პორშეთი დახვდებიან და მიიყვანენ პარლამენტში.

“მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, პირობას ვდებთ, რომ ახალნაყიდი ელექტრო პორშეთი დავხვდებით და მოვიყვანთ საქართველოს პარლამენტში. ათეულზე მეტჯერ როცა იტყვი ჩამოვდივარო და არ ჩამოდიხარ, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს რაღაცების მიმართ, რომლებიც კითხვებს სვამენ, შეიძლება ეჭვი გაუჩნდეთ, რომ შეიძლება ამჯერადაც კი ვერ ჩამოხვიდე”,- ამბობს ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არჩევნებისთვის საქართველოშ ჩამოვა.

 

იტვირთბა....