ჩაქვში, ჩაისუბნის დასახლებაში დაზიანდა მთავარი მილსადენი, რომლითაც ბათუმის ნაწილი სასმელი წყლით მარაგდება. წყალი მიმდებარე სახლების პირველ სართულებზე შევარდა. დააზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები და საოჯახო ტექნიკა. დაიტბორა 10 ოჯახი.
მილის დაზიანების გამო ბათუმში თამარის დასახლებას წყალმომარაგება შეუწყდა.
აღდგენითი სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.