ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ არის საფუძველი სავალდებულო გახდეს ვაქცინაცია.
“სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ ამის საფუძველს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს საქართველოში […]
ჩვენ დავაკვირდით საქართველოს მაგალითზე თუ რომელი ჯგუფი ავადდება ყველაზე მეტად და ასევე, რომელი ჯგუფის ჰოსპიტალიზაცია ხდება ყველაზე მეტად, და ჰოსპიტალიზირებულთა შორის გამოიკვეთა ის ასაკობრივი გრადაცია და ასაკობრივი პირამიდა, რომელიც ჩვენ უკვე რამდენჯერმე განვმარტეთ – ეს ძირითადად არის 60 წელს ზემოთ მოქალაქეები და, რა თქმა უნდა, მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები.
სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არა მასობრივი ვაქცინაცია, არამედ, მიზნობრივი ვაქცინაცია იმისთვის, რომ მოხდეს როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე, ლეტალობის შემცირება” , – განაცხადა მინისტრმა “იმედის” ეთერში.