“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე , ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ეხმაურება და აცხადებს რომ, “ამ ანონსებს უკვე არავინ აღიქვამს სერიოზულად”.
მისივე თქმით, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ჩამოდის საქართველოში, ხოლო ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვერ ჩამოვიდა , რადგან , “არ აქვს გამბედაობა”.
“მართალი გითხრათ, უკვე სერიოზულად ამ ქვეყანაში არავინ აღიქვამს ამ ანონსებს. მერამდენე ანონსია უკვე, თვლაც კი აღარ არის [შესაძლებელი]. სიმართლე ის გახლავთ, რომ ყოველწლიურად საქართველოში მილიონობით ადამიანი ჩამოდის და მიხეილ სააკაშვილი ვერ ჩამოვიდა. ეს ერთადერთზე მიუთითებს, რომ მას არა აქვს სათანადო გამბედაობა და პოლიტიკური ლიდერობა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, თორემ ჩამოსვლას წინ რა უდგას?”, – თქვა თალაკვაძემ პირველი არხის ეთერში.