aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

პარლამენტი დღეს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტს განიხილავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტი, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს.

“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს. ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

კანონპროექტი ინიცირებულია ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ.

იტვირთბა....