“კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს, დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს” , – განაცხადა ექსპრემიერმა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ.
“ნარკოტესტთან დაკავშირებით მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. რამდენჯერმე ჩამიბარებია. როცა თავისუფალი დრო მექნება, ამას გავაკეთებ, არჩევნებამდე. ვინმემ უნდა განმისაზღვროს, ხვალ გავაკეთებ თუ მერე? კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს, დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს. მე ჩემს ტესტს როგორმე მივხედავ”, – თქვა გახარიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ გახარიამ დებატებში თბილისის მერობის კანდიდატები, ნიკა მელია და კახა კალაძე მიიწვია.