ახალი ამბები პოლიტიკა

დეკანოიძე: ზეწოლა გრძელდება, ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ

“ნაციონალური მოძრაობის”  წევრი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ   ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ.

“წარმოუდგენელი ზეწოლა გრძელდება ახალქალაქში და ნინოწმინდაში ჩვენს მომხრეებზე. სუს-ის ზეწოლა, ადამიანების დაშანტაჟება. პრაქტიკულად სიას გვიხსნიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მივიღოთ ადგილზე. ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ”, – წერს დეკანოიძე.

იტვირთბა....