ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი, წინაასარჩევნო პერიოდზე საუბრობს და სოციალურ ქსელში სპეციალურ წერილს ავრცელებს.
მეუფე ანტონი წერს, რომ “მამათმავლობისა და გარყვნილების პროპაგანდა” აქტიურად მიმდინარეობს.
“აგიტაცია, პროპაგანდები, თოქ-შოუები, მხატრულ ფილმებითა და გრძნობადი სასიყვარულო პოეზია-რომანებით, გაგვიხედნეს ჯერ ყური, შემდეგ გრძნობები. შემოუშვეს ჩვენს ცნობიერებაში, შეგვაწყნარებინენ, გაგვატარებინენ, თვალი დაგვახუჭინენ და საკეთებელიც გაკეთდა! მე სხვა რამესკენ მივდვდივარ, ვხედავ როგორ ნელ-ნელა მოდის მამათმავლობისა და მსგავსი უზნეობებისშემოყვანა ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს ცხოვრებაში, პრაიდების მცდელობით, სასწავლებლებში დაშვებით, ნაბიჯ- ნაბიჯ, მეთოდოლოგიურად, დაჟინებით, ყველანაირი მისაღები და მიუღებელი ფორმებით. დაფინასებით, ათასნაირი წახალისებებით, ტუჩებზე ღიმილით, მჭერმეტყველებებით, მიზანმიმართულებით.
იმასაც ვხედავ, წინასაარჩევნოთ, როგორ ერთიანად დადუმნენ. დირიჟორმა აიქნია ჯოხი, გასცა ამ საკითხზე დუმილის ნიშანი, იცის ეხლა ეს წამგებიანია.
ვხედავ ქვეყნებს, სადაც პრემიერი ლეისბოსელია, ქალაქის მერი მამათმავალი. მიკვირს ინგლისელების დუმილი, როდესაც დედოფალი რაინდობის წოდებას ანიჭებს მამათმავალს. მიკვირს ფრანგების როდესაც ქალაქის მერებად მამათმავლებს ირჩევენ და ა.შ. ვფიქრობ ვაი, ჩვენთანაც რომ ასე მოხდეს რა ვქნათ, რით აღუდგეთ წინ ეკლესია, საზოგადოება”- წერს მეუფე ანტონი.