ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

ტიკარაძე: კორონავირუსი უკან იხევს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, “კორონავირუსი უკან იხევს”. მისივე თქმით, გავრცელების შესამცირებლად დაწესებული შეზღუდვები “საკმაოდ ეფექტური” აღმოჩნდა.

როგორც ტიკარაძემ განმარტა, მსჯელობენ დაწესებული რეგულაციების კონტროლის გამკაცრებაზე, თუმცა არა ახალი შეზღუდვების შემოღებაზე.

“დაავადება ნამდვილად უკან იხევს, გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტური, რისი მოლოდინიც, რა თქმა უნდა, როგორც ეპიდემიოლოგებს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა წარმომადგენლებს გვქონდა. სწორედ ამ მოლოდინებიდან გამომდინარე იქნა წარდგენილი ეს რეკომენდაციები საბჭოზე, რასაც საბჭო, საბოლოო ჯამში, დაეთანხმა”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, დიდი ალბათობით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა აღარ გახანგრძლივდება.

იტვირთბა....