ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შს მინისტრის მოადგილე: არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ სახალხო დამცველის მიერ დასახელებულ პირებს ბრალდება წაუყენონ

შს მინისტრი, ალექსანდრე დარახველიძე , ეხმაურება სახალხო დამცველის განცხადებას 5-6 ივლისის მოვლენებზე და აცხადებს, რომ არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ ლომჯარიას მიერ დასახელებულ პირებს ბრალდება წაუყენონ.

როგორც დარახველიძემ განაცხადა,  პოლიტიკურ დაინტერესებაზე საუბარი გაუგებარია იმ ფონზე, როცა 31 ადამიანი არის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული და 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეა აქტიურ გამოძიებაში.

“5-6 ივლისის მოვლენებზე შსს აქტიურ გამოძიებას ახორციელებს 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე და 31 პირი უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული. რაც შეეხება სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პირის მიმართ რომ ბრალის წაყენების შესაძლებლობა დადგეს და მისი პასუხისგება მოხდეს, საჭიროა არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები. მე რამდენადაც გავეცანი სახალხო დამცველის განცხადებას, ის ეყრდნობა მხოლოდ საჯარო განცხადებებს და საჯარო ჩანაწერებს, სისხლის სამართლის მასალებზე მას წვდომა არ ჰქონია. შესაბამისად, პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, რომ თუკი არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ წაუყენოს პირს ბრალი, ბუნებრივია, მოხდება ბრალის წაყენება და შესაბამისი პროცედურების განხორციელება. როგორც ჩემთვის ცნობილია, არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ პირების მიმართ ბრალის წაყენება მოხდეს. გაუგებარია პოლიტიკურ ნიშანზე საუბარი მაშინ, როცა 31 ადამიანი არის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული და 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეა აქტიურ გამოძიებაში, მათ შორის, იმ პირებზე, რომლებზეც საუბრობენ, რომ სახელმწიფო არის მათ მიმართ შემწყნარებელი, მათ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, არაერთი ნივთი იქნა ამოღებული, დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს გამოძიება. სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში წერია, რომ მას აქვს მხოლოდ დასრულებული სისხლის სამართლის საქმეებზე მასალების გაცნობის შესაძლებლობა, თუ განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები და მას ექნება შესაბამისი საპროცესო უფლებები, მოხდება მისთვის მასალებიც გაცნობა. 700- მდე ადამიანია გამოკითხული, არაერთი მტკიცებულებაა დამატებული საქმეში, გაჭიანურებას რას ეძახით, არ ვიცი,”- განაცხადა დარახველიძემ ჟურანლისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე ზურაბ მახარაძისა და მღვდლის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.

იტვირთბა....