არჩევნები მთავარი პოლიტიკა

საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

საქართველოში მყოფი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ და იქ არსებულ მძიმე ვითარებას ადგილზე გაეცნენ – ინფორმაციას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

კონგრესმენმა ბრაინ სტილმა განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

“მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ოკუპაციის საკუთარი თვალით ხილვა. აქ ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. მივესალმები ჩვენს მოწვევას”,- აღნიშნა კონგრესმენმა ბრაიან სტილმა.

“მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ არსებული ვითარების – ოკუპაციის ნახვა და მნიშვნელოვანია გავაგებინოთ რუსეთს, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს და ღრმად ვართ შეშფოთებულები იმ აგრესიით, რომელსაც აქ აქვს ადგილი. აქ სულ აშშ-ის ხუთი კონგრესმენი ვიმყოფებით იმის გამოსახატავად, რომ ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე და მხარს ვუჭერთ მას”,- განაცხადა კონგრესმენმა ალექს მუნიმ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ, კონგრესმენები ოფიციალურ შეხვედრებს დაიწყებენ.

აქვე გეტყვით, რომ 5 წევრიანი დელეგაცია შეხვედრებს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან გამართავს. აუდიენციისას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საქართველოში შექმნილ კრიზისზე ისაუბრებენ.

იტვირთბა....