პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს საქმარისი ინფორმაცია არ აქვს.
“მე ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ საერთოდ რა ვალზეა საუბარი, როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალები და საერთოდ როგორ მართავს მთავრობა ამ პროცესს”, — აცხადებს ღარიბაშვილი.