ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

ტიკარაძე: “შავ ბაზარზე” “ტოცილიზუმაბის” 4-ჯერ უფრო ძვირად შეძენის ფაქტებს სხვადასხვა სტრუქტურები გამოიძიებენ

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ  სახელმწიფო პრეპარატ “ტოცილიზუმაბის” გამოყენების ხარჯებს ანაზღაურებს.

მინისტრმა ისაუბრა მედიკამენტების ე.წ. “შავ ბაზარზე” და თქვა, რომ კლინიკის ექიმები მიმართავენ პაციენტებს ამ მედიკამენტის 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად.

“თქვენ იცით, რომ სახელმწიფო პრეპარატ “ტოცილიზუმაბის” გამოყენების ხარჯებს ანაზღაურებს და ასევე, ისიც, რომ პრეპარატის შემსყიდველები ხართ თქვენ, კლინიკების ხელმძღვანელები. ძალიან ვწუხვარ, როცა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ჩვენ გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა, თუ იმ კლინიკის ექიმები პაციენტებს “შავ ბაზარზე” ამ მედიკამენტის 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ამ ფაქტით სხვადასხვა სტრუქტურები არიან დაინტერესებულები. მათ უნდა გამოიძიონ,” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

იტვირთბა....