ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს,რომ კლინიკების რესურსი დღეს პაციენტებზე ზრუნვას წვდება შესაბამისად, მისივე თქმით, საველე ჰოსპიტლების საჭიროება არ დგას.
“საბედნიეროდ, გარკვეული სტაბილიზაცია ჰოსპიტალურ სექტორში არის. 7 200-მდე არის შემთხვევა, რომელიც დღეს ჰოსპიტალში მკურნალობს. საველე ჰოსპიტლის საჭიროება ნამდვილად არ დგას, რადგან კლინიკების რესურსი დღეს პაციენტებზე ზრუნვას წვდება. ამდენად, საველე ჰოსპიტალი რჩება უბრალოდ სათადარიგო მდგომარეობაში თუკი მისი საჭიროება იქნება. ჯერჯერობით ის ტექნიკური რესურსი, რაც მობილიზებული გვქონდა, ადგილზეა და თუ დაგვჭირდება მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ.”, – განაცხადა გაბუნიამ.