ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

რატიანი: ,,ტოცილიზუმაბი“ არ წარმოადგენს იმ სამკურნალო საშუალებას, რომელიც 100%-ით გადაარჩენს კოვიდით დაავადებულებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის,  ლევან რატიანის განცხადებით, ,,ტოცილიზუმაბი“ არ წარმოადგენს იმ სამკურნალო საშუალებას, რომელიც 100%-ით გადაარჩენს კოვიდით დაავადებულებს.

მისივე თქმით, აღნიშნული პრეპარატი 1200 კრიტიკული პაციენტიდან მხოლოდ 10 შემთხვევაში გამოიყენეს.

,,ეს არ არის დადასტურებული პათოგენეზური სამკურნალო საშუალება, რომელიც კოვიდდაავადებას 100% შემთხვევაში გამოაჯანმრთელებს. ჩვენ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები კლინიკა ვართ, გატარებული გვყავს 1200-მდე მძიმე და კრიტიკული პაციენტი, ჩვენ სულ 10 შემთხვევაში გამოვიყენეთ “ტოცილიზუმაბი” და მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გამოიღო მან დადებითი ეფექტი, ეს არ წარმოადგენს იმ სამკურნალო საშუალებას, რომელიც 100%-ით გადაარჩენს კოვიდით დაავადებულ ადამიანებს. ეს პრეპარატი გამოიყენება ძალიან ვიწრო ჩარჩოში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც ეს ესაჭიროებათ“, – აღნიშნა ლევან რატიანმა კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

იტვირთბა....