ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: პრეზიდენტის განცხადება ევროკავშირის დახმარებაზე არ მომისმენია

თბილისის მერობის კანდიტატი , კახა კალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადება ევროკავშირის ფინანსური დახმარების შესახებ, არ მოუსმენია.

მისივე თქმით, სესხის აღების საჭიროება ქვეყანას არ აქვს.

“არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება. სესხს რაც შეეხება, ამ ეტაპზე არაა აღების საჭიროება. თუ დადგება ამის საჭიროება, აუცილებლად მივმართავთ ევროკავშირს. სესხს სესხი ქვია, დახმარებას-დახმარება”, – განუცხადა  კალაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, გუშინ, 2 სექტემბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამართა ბრიფინგი , სადაც განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ევროკავშირის ფულად დახმარებაზე.

 

იტვირთბა....