მოძრაობამ „სირცხვილია“ და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციამ სამოქალაქო საარჩევნო კომისია შექმნეს – განცხადება ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტმა და მოძრაობა „სირცხვილია“-ს წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა, გააკეთა.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი საზოგადოების დაბალი ნდობა. ჩატარებული არჩევნები სასურველი სტანდარდარტებისგან ძალიან შორს იყო, ცესკოს მხრიდან დარღვევებზე არასათანადო რეაგირება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მთავარ გამომწვევ მიზეზად იქცა. უკვე 1 წელია სახელმწიფო დაუსრულებელი კრიზისის ფონზე აგრძელებს ცხოვრებას და თვითმმართველობის არჩევნები ამ და სხვა გარემოების გამო აბსოლუტურად განსხვავებულ და მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს.
ამიტომ , საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია და ჩვენ, მოძრაობა „სირცხვილია“ წარმოვადგენთ ახალ ინიციატივას „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ ჩამოყალიბებას.
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიზანი იქნება არჩევნების საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.
ამ მიზნით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვაერთიანებთ ძალებს , რათა ვუზრუნველყოთ:
- წინაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგი და მათზე რეაგირება
- არჩევნების შედეგების დროული დათვლა და გამოყენება
- არჩევნების შედეგების შეფასება და მიწოდება , როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის“ ,- განაცხადა დიღმელაშვილმა ბრიფინგზე.