ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

ჩერგოლეიშვილი: ბიძინას ამოცანა 2030 მდე ძალაუფლების შენარჩუნებაა..გონივრულად უნდა მოვიქცეთ

[su_quote]”სიტუაციური მოკავშირე პროცესში შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ფიგურა – მოსისხლე მტერიც კი, თუ იმ მომენტში სისულელით, ბრაზით, გათვლით ან რამენაირად, ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რაც ივანიშვილის დასასუსტებლად გვაწყობს.
გახარია, ამ არჩევნებში, სიტუაციური მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმის ოპოზიციისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს, თუ მხოლოდ ქოცების ხმებს წაიღებს.
ნურავის ექნება ილუზია, რომ თუ ის, ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელმა, ხბოს აღტაცებით, ბიძინას “მახვილად” დასახა, ის საპროტესტო ელექტორატის ხმებს არ წაიღებს.
ნაცებმა წესით ეს კარგად უნდა იცოდნენ – გუბაზ სანიკიძე, ბერძენიშვილი (aka სამნიძე და ის მეორე) , ბიძინას მომთრევები ყავდათ სიაში და საპროტესტო ელექტორატმა ხმა მისცა.
ასე რომ, თავს ნუ დაიმშვიდებთ იმ სისულელით, რომ საპროტესტო ელექტორატი ხმას არ მისცემს. თუ ბიძინას მახვილად დასახავთ – რისი ნიშნებიც დავინახე და რაც დიდი ტყუილია – მისცემს.
ბიძინას ამოცანა 2030 მდე ძალაუფლების შენარჩუნებაა – ამ ჭრილში უყურეთ ყველას და ყველაფერს.
თუ გვინდა რომ ეს ამოცანა ვერ შეასრულოს, გონივრულად უნდა
მოვიქცეთ და ჩვენ არ დავეხმაროთ მისი ძალაუფლების ფეხების გამაგრებაში” [/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

იტვირთბა....