ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

დაიწყება თუ არა სწავლა 4 ოქტომბერს აუდიტორიებში – გამყრელიძის განმარტება

სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, საუბრობს და აცხადებს, რომ “სწავლა 4 ოქტომბერს აუცილებლად უნდა აღდგეს”.

“სკოლებში სწავლა უნდა განახლდეს და აუცილებლად უნდა განახლდეს. დისტანციურ სწავლებას უნივერსიტეტები კიდევ უფრო მიეჩვივნენ და იქ ეს დიდი პრობლემა არაა. ალბათ 21-ე საუკუნეში პანდემიის შემდეგ ეს უფრო ფართოდაც მოიკიდებს ფეხს. მაგრამ სკოლაში უნდა იყოს დასწრებული სწავლება.

ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტს განათლების სამინისტროსთან ერთად, შეირჩა 400-500 სკოლა დიფერენცირებულად რეგიონებში, სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დაბალია. ოთხში უნდა აღდგეს სწავლა, როგორც გამოცხადდა, დიდ რაოდენობა სკოლებში. ყველა მოწაფე, მასწავლებელი იქ უნდა გამოვიკვლიოთ(პისიარი, სწრაფი ტესტი – ამაზე ვმუშაობთ). დარწმუნებული ვარ ამ სკოლებში, რაც არის [შერჩეული], გავრცელება არ გვექნება მაღალი, დადებითობის მაჩვენებელი გვექნება დაბალი და უსაფრთხო გარემო გვექნება. ამ ბავშვებს უნდა მივცეთ სწავლის უფლება”- ამბობს გამყრელიძე “ფორმულას” ეთერში.

იტვირთბა....