მსოფლიო

3 რამ რაც ლეონარდო დი კაპრიოზე ბევრმა არ იცის

 

ექსპერტთა ვარაუდით, ინარიტუს 2015 წლის ფილმი, The Revenant, სადაც მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს, მსახიობისთვის წელს პირველი ოსკარის მომტანი გახდება. საინტერესოა, ახდება თუ არა ეს წინასწარმეტყველება, მანამდე კი გავეცნოთ 3 ფაქტს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობის ცხოვრებიდან, რომელიც არცთუ ისე ცნობილია:

1, დიკაპრიოს სახელი დედამ მაშინ შეურჩია, როცა ლეონარდო და ვინჩის ფერწერის თვალიერებისას პირველად იგრძნო მუცელში მომავალი მსახიობის შერხევა. თუმცა დიკაპრიოსთვის ეს სახელი დასაწყისში ცოტა პრობლემური იყო, აგენტი ლეონარდოს სახელის გამოცვლასაც კი სთავაზობდა. საბოლოოდ ლეონარდომ სახელიც შეინარჩუნა და 13 წლის ასაკში პირველი როლიც მიიღო.

2, მიუხედავად იმისა, რომ დი კაპრიო უკვე 19 წლის ასაკში იყო წარდგენილი ოსკარზე ფილმისთვის “რა აწუხებს გილბერტ გრეიფს” , „სონი“-მ ის ფილმში „სწრაფი და მკვდარი“ არ აიყვანა. მიუხედავად ამისა, ფილმში მონაწილე შერონ სტოუნმა მას თავისი ჰონორარი გაუყო და მაინც დაამტკიცებინა როლზე, რადგან სჯეროდა, რომ ყველაზე კარგად ის გაართმევდა თავს დაკისრებულ როლს. „ის შემაშინებლად კარგია“ – ამბობდა მოგვიანებით სტოუნი დიკაპრიოზე.

3, დიკაპრიოს ფინანსური ისტორია ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მისი სამსახიობო რეზიუმე. მან 3 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო ნეპალური ვეფხვების გადასარჩენად 2013 წელს. მომდევნო წელს კი ოკეანის დასაცავად ასევე 3 მილიონი დოლარი. დი კაპრიო პოპულარული ყავის კომპანია La Colombe-ს  მფლობელია. წელს მეგობრებთან, ტობ მაგუაერთან და ადამ ლევინთან ერთად 55 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო „სრულყოფილი ლეიბების“ კომპანიაში.

გამორჩეულად ხშირად უკეთებს საჩუქრებს თავის დედას მსახიობი.

 

იტვირთბა....