ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო

თურქმა ჰაკერებმა რუსი მინისტრის ინსტაგრამის ანგარიში გატეხეს

ჰაკერებმა, რომლებიც თავს თურქი აქტივისტების ჯგუფად მოიხსენიებენ, მცირე ხნით დაბლოკეს რუსეთის კომუნიკაციის მინისტრის, ნიკოლაი ნიკიფოროვის ანგარიში სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“.

რუსეთის და თურქეთის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრის ანგარიშზე გამოჩნდა ავიაგამანადგურებლის, თურქული დროშების და თურქეთის ყოფილი ლიდერის, მუსტაფა ქემალ ათათურქის გამოსახულება.

“ინსტაგრამმა”, რომელზეც მისი მომხმარებლები სურათებს და ვიდეოებს აქვეყნებენ, მოგვიანებით აღადგინა რუსი მინისტრის ანგარიში და მისი პროფილის სურათი. მაგრამ მინისტრი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ, მისი აზრით, “ინსტაგრამი” სწრაფად არ გამოხმუარებია ინციდენტს – მას ცხრა საათზე მეტი დასჭირდა რეაგირებისათვის.

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა გაუარესებულია მას შემდეგ, რაც თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავმა შარშან ნოემბერში თურქეთ-სირიის საზღვართან ჩამოაგდო რუსეთის ავიაგამანადგურებელი. დეკემბრის ბოლოს თურქეთის მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ, სავარაუდოდ, რუსი ჰაკერების მოწყობილია ბოლოდროინდელი თავდასხმები თურქულ საინტერნეტო სერვერებზე, რომლებიც ემსახურება 300 ათასზე მეტ ვებსაიტს.

“რადიო თავისუფლება”

იტვირთბა....