“არც განვიხილავ ქართული ოცნების იმ განცხადებას, რომ დოკუმენტი ანულირებულია” , აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ “შეთანხმებას სხვა ბევრი ხელმომწერი ჰყავს, შეთანხმება არსად არ წასულა, ადგილზეა და ვალიდურია”.
„სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“, მე მაინც იმედგაცრუებული ვარ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ეს გადაწყვეტილება ადრე არ მიიღო და რამდენიმე თვის შემდეგ გააკეთა. რაღა თქმა უნდა არც განვიხილავ ქართული ოცნების იმ განცხადებას, რომ დოკუმენტი ანულირებულია. ცხადია ეს ასე არ არის, ამ შეთანხმებას სხვა ბევრი ხელმომწერი ჰყავს, შეთანხმება არსად არ წასულა, ადგილზეა და ვალიდურია – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას.
ცნობისთვის, 28 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.