ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

13 წლის ბავშვის თხოვნით მინისტრმა, საახალწლოდ მამა ციხიდან გამოუშვა

“13 წლის ვარ და მამა მხოლოდ ერთხელ ვნახე, როცა 5 წლის ვიყავი და მისი სახეც აღარ მახსოვს. მამასთან ტელეფონით საუბრის დროს გავიგე, რომ ის ქ. რუსთავის N 16 დაწესებულებაშია. გთხოვთ, გაათავისუფლოთ მამიკო ამ ახალ წლამდე. მინდა, რომ ახალ წელს ერთად შევხვდეთ. ან კიდევ, გავიგე, რომ არსებობს პროექტი, როდესაც პატიმარს შაბათ-კვირას სახლში უშვებენ, თუ შეგიძლიათ, გთხოვთ დამეხმაროთ. მადლობა, წინასწარ“- ნათქვამია მოზარდის მიერ მინისტრისთვის მიწერილ წერილში.

„პოლიტკომერსანტის“ ცნობით, რომელიც ამ ამბავზე წერს, მოზარდი ქუთაისში, მიუსაფარ ბავშვთა სოფელში ცხოვრობს.

მისი წერილი მინისტრმა კახა კახიშვილმა 10 დეკემბერს მიიღო, მსჯავრდებულის საქმე ადგილობრივმა საბჭომ განიხილა და ის პირობით ვადამდე გაათავისუფლა.

მსჯავრდებულმა დაწესებულება ახალი წლის წინა დღეს დატოვა. მისი ქუთაისში ტრანსპორტირება კი სამინიტრომ უზრუნვეყო.

„არ ველოდებოდი გათავისუფლებას, არც ვიცოდი არაფერი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს შვილს, რომელმაც წერილი მიწერა მინისტრს და ჩემი განთავისუფლება სთხოვა. ათი წელია ბავშვი არ მინახავს, ჩემი სახეც კი არ ახსოვს. ახლა პირდაპირ მასთან წავალ, არ იცის რომ გამომიშვეს და რომ დამინახავს ალბათ ძალიან გაუხარდება” – განაცხადა გ.გ.-მ.

 

იტვირთბა....