მთავარი

ქათამი, რომელსაც პატრონმა 10 მილიონი დაუტოვა: ათი უმდიდრესი შინაური ცხოველი (ფოტოკოლაჟი)

რას გაუგებ მდიდრების ახირებას, ზოგი როგორ იყენებს დაგროვილ ქონებას და ზოგი როგორ. ბევრი მდიდარი სიკვდილის წინ, საკუთარ ქონებას ცხოველებს თუ ფრინველებს უტოვებს. ისინი მდიდარი პატრონის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდნენ და დღეს მილიონობით ქონების პირდაპირი მემკვიდრეები არიან.

წარმოგიდგენთ 10 უმდიდრეს შინაურ ცხოველს/ფრინველს:

10,  გიუნტერ IV

 

150930_EM_RichPets_Gunther

როცა გრაფინია კარლოტა ლიბენშტეინი 1991 წელს გარდაიცვალა, მან თავისი მთელი ქონება, 80 მილიონი დოლარი თავის ძაღლს, გერმანულ ნაგაზს, გიუნტერ III-ს დაუტოვა. ქონება გაზრდილია და უკვე 300 მილიონზე მეტს შეადგენს, რომელიც ახლა უკვე გიუნტერ IV-ს ეკუთვნის. ძაღლი ფლობს სხვადასხვა იახტებსა თუ ვილებს და სხვა სახის ძვირადღირებულ ქონებას. აი, მას ნამდვილად, ძაღლის ბედი აქვს.

9, კატა გრამფი

150930_EM_RichPets_GrumpyCat

ინტერნეტით გაპოპულარულებული მოწყენილ სახიანი ფისუნია. გრამფის ქონება ამ ეტაპზე მილიონ დოლარად არის შეფასებული, თუმცა ამბობენ, რომ 100 მილიონიც აქვს ამ კატას ქონებად. გრამფის პატრონები ამბობენ, რომ ეს გაზვიადებული ინფორმაციაა, მაგრამ არ ამბობენ, თუ რამდენად…

8, პუდელი ტობი

150930_EM_RichPets_Toby

სიცილიური მაფიის ნიუ-იორკული ოჯახის წევრი ელა ვენდელი ფენომენალური სიმდიდრის მქონე იყო. მოოქროვილი ოთახები, მილიონები… მისი გარდაცვალების მერე ანდერძით მთელი ქონება მის პუდელ ტობის დარჩა.

7, ბლეკი

150930_EM_RichPets_Blackie

გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა კატა სახელად ბლეკი, რომელსაც პატრონმა, უძრავის ქონების აგენტმა, 1988 წელს ანდერძით 13 მილიონი დოლარი დაუტოვა. დღეს გრამფი კატაა მისი კონკურენტი და სავარაუდოდ, მასზე მეტი ქონების მფლობელი.

6, ტომასო

150930_EM_RichPets_Tommaso

კიდევ ერთი ძალიან მდიდარი კატა. მისი ისტორია კონკიას ზღაპარს ჰგავს. მაწანწალა ტომასო მოხუცმა ქალმა შეიფარა, რომელიც მდიდარი იტალიელი აღმოჩნდა. პატრონმა მას ანდერძით 13 მილიონი დოლარი დაუტოვა.

5, შეწუხება

150930_EM_RichPets_Trouble

მსოფლიოს სენსაცია იყო როცა პატრონმა ქალმა თავის ტერიერს, სახელად „შეწუხებას“ 12 მილიონი დოლარი დაუტოვა ანდერძით. ტერიერი საბოლოდ მკბენარა ძაღლად შეფასდა და სიცოცხლის დარჩენილი წლები ერთ-ერთ სასახლეში გაატარა გამოკეტილმა.

4, კონჩიტა

150930_EM_RichPets_Conchita

ჩიხუახუა, სახელად კონჩიტა,  ცნობილია, როგორც ყველაზე განებივრებული ძაღლი. მას პატრონმა 8 მილიონი დოლარი დაუტოვა ქონებად, მანამდე კი ძვირფასი თვლებით, ძვირადღირებული სამოსით და სპეციალურად მისთვის შექმნილი სახლებით თუ მანქანებით ანებივრებდა.

3, გიგუ

150930_EM_RichPets_Gigoo

ეს ერთადერთი ქათამია, რომელსაც პატრონმა სიკვდილის მერე, სიყვარულის ნიშნად, 10 მილიონი დაუტოვა.

2,  ჩუნმუნი

150930_EM_RichPets_Chunmun

მაიმუნი, რომელიც 8 მილიონის მფლობელია.

1, ჩოუპიტი

 

151002_EM_RichPets_Choupette

დიზაინერ კარლ ლაგერფელდის კატა. ის მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და მდიდარი კატა იყო. ლაგერფელდი მასზე ჭკუას კარგავდა. კატა პოპულარობის გამო თვიურად 3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა.

 

იტვირთბა....