საქართველოს სასამართლომ ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის ქალიშვილად აღიარა. ამის შესახებ ანასტასია საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე თავად წერს.
„2015 ჩემთვის რთული წელი იყო. ეს წელი შეიძლება ორი სიტყვით შევაჯამო: „ბრძოლა“ და „მეგობრები“- წერს გონჩაროვა.
მისი თქმით, ბრძოლა შეეხებოდა მამამისის, კახა ბენდუქიძის მემკვიდრეობის გადარჩენას და იმის დამტკიცებას, რომ ის ნამდვილად მისი შვილია.
„გუშინ, მე ეს ბრძოლა მოვიგე – საქართველოს სასამართლომ საბოლოოდ მაღიარა კახა ბენდუქიძის შვილად. ჩემთვის ეს გამარჯვება წარმოუდგენელი იქნებოდა რომ არა ჩემი მეგობრები. ძველი მეგობრები, ახალი მეგობრები, მეგობრების მეგობრები, რომლებიც მისურვებდნენ წარმატებას და, რა თქმა უნდა, მამაჩემის მეგობრები, რომლებმაც მიმიღეს მე უპირობოდ, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე და დამიჭირეს მხარი მთელი წლის განმავლობაში“ – წერს გონჩაროვა.