ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სპორტი

სტადიონებს ანგრევენ: პროტესტი თბილისის მერიასთან

 

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ყოფილი და მოქმედი სპორტსმენები საფეხბურთო მოედნის დანგრევას აპროტესტებენ. ისინი მერიისგან მოედნის დემონტააჟის შეწყვეტას აპროტესტებენ.

აქციაზე ის ბავშვებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ამ სტადიონზე ვარჯიშობენ. ამ დრომდე გაურკვეველია თუ სად გააგრძელებენ  ისინი მეცადინეობას.

კურიერთან საუბრისას აქციის მონაწილეები მოითხოვენ ან მოედნის დემონტაჟის შეწყვეტას, ან მერიის მიერ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ალტერნატიული ტერიტორიის გამონახავს, სადაც ახალი საფეხბურთო მოედანი აშენდება.

“მეტრონომთან” საუბარში, სპორტული სკოლის ერთ-ერთმა მწრთვნელმა გვითხრა, რომ მერიასთან, აქციაზე შეგნებულად არ მივიდა, რადგან მერიამ დაჰპირდა მწრთვნელებს დახმარებას.

“ჩემი აზრით, ცოტა უხერხულია ასეთ ფონზე, მერიის წინ აქციის გამართვა” – გვითხრა მწრთვნელმა.

შეგახსენებთ, სპორტული სკოლა “ოლიმპი” უცნაურ პირობებში გაიყიდა. სტადიონების დემონტაჟი უკვე დაწყებულია და იქ საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იგეგმება, რასაც სპორტული სკოლის დირექცია აპროტესტებს და ფედერაცისთან ერთად, ერთობლივ გამოსავალის პოვნაზე საუბრობს.

 

იტვირთბა....