ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: თუ ბავშვებისა და მოზარდების იმუნიზაცია არ ჩატარდა, პანდემიას საბოლოო წერტილი ვერ დაესმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ბავშვებსა და მოზარდებში ვაქცინაცია არ ჩატარდა, პანდემიას საბოლოო წერტილი ვერ დაესმება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მე არ გამიკვირდება, ახლა მიდის, ასევე, კვლევები, იგივე უფრო დაბალ ასაკში ბავშვების, 3 წლის ზემოთ, იმიტომ, რომ თუ ბავშვებისა და მოზარდების იმუნიზაცია არ ჩატარდა, ისე საბოლოო წერტილი პანდემიას ვერ დაესმება. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამავრცელებლები არიან”,- ამბობს გამრელიძე.

მისივე თქმთ, 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის დაწყებას, მისი თქმით, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდება.

“როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარეობს აქტიური განხილვა 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრის. ვფიქრობ, შემოდგომაზე ეს საკითხი გადაწყდება და ჩვენც მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენს შიდა განხილვების, ასევე იმუნიზაციის საბჭოსა და სამეცნიერო საბჭოზე ეს საკითხები იქნეს განხილული და გადაწყვეტილი”-, ამბობს გამყრელიძე.

იტვირთბა....