ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანაელის, ამირან გამყრელიძის თქმით, არაა გამორიცხული, რომ რეგულეციების გამკაცრება კიდევ საჭირო გახდეს.

“რეგულაციების გამკაცრება, ალბათ კიდევ საჭირო გახდება. დღეს საბჭომ კონსესუსით მიიღო გადაწყვეტილება რესტორნებთან დაკავშირებით, რაც უკვე მოგახსენეს. მსჯელობა იყო ბევრ სხვა საკითხზეც, მაგრამ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული”,- ამბობს გამყრელიძე.

მისივე თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 50%-მდეა შემცირებული.

“მთავარი არის ის, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, დავიცვათ ის, რაც არსებობს და კიდევ ერთხელ ყველას გთხოვთ, რომ 50%-ზე ვართ დასული პირბადის ტარებით. ყველაზე ძლიერი რეგულაცია გახლავთ პირბადე. ყველამ ვატაროთ პირბადე, წავიდეთ და ავიცრათ”,- განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....