საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

ახალი შეზღუდვები სრულად:

  • ხვალიდან კვების ობიექტები ნაცვლად 23:00 საათისა 22:00 საათამდე იმუშავებენ,
  • ბათუმში, 2 სექტემბერს დაგეგმილი საქართველო-კოსოვოს ნაკრების მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე. იგივე მოხდება სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებებზე.

შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოდან ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი 4 სექტემბრამდე გაჩერებულია, ასევე აკრძალულია სადღესასწაულო ღონისძიებები და პირბადის ტარება სავალდებულოა, როგორც ღია სივრცეში, ასევე, გერეთაც.