ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიციელების მკვლელობა თელავში: შურისძიება პოლიციაზე თუ უბრალოდ, გასროლა უმისამართოდ…

 

ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ თელავის პოლიციის ეზოში მოკლული პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ სანდრო მეტრეველზე წერს და ამბობს, რომ მას ისეთი ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, რომ უმისამართოდ ესროლა.

ქევხიშვილი ხალხში გავრცელებულ ვერსიებზე წერს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი ფაქტი არა კონკრეტულ პოლიციელზე, არამედ პოლიციაზე შურისძიებაა.

„პატარა ქალაქია თელავი და ყველა ყველას იცნობს. ვინც სადრო მეტრეველს ახლოს იცნობს, ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები არ ჰქონდა, უმისამართოდ ესროლა. იმასაც ამბობენ, რომ მომხდარი ფაქტი იყო შურისძიება პოლიციაზე და არა კონკრეტულ პოლიციელებზე, რადგან საპატრულო პოლიცია, ე.წ კანონიერი ქურდის სახლშია განთავსებული. იმასაც ამბობენ, რომ მკვლელობისთვის დაკავებულს ქურდობა უნდაო. ეს არის ხალხში არსებული მითქმა-მოთქმა. დანარჩენს, გამოძიება დაადგენს. პოლიციელი გმირია!“ – წერს ქევხიშვილი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული სანდრო მეტრეველი ინციდენტამდე საუბრობდა, რომ მას მოქმედი პოლიციელები თავს დაესხნენ.

მისი თქმით, მას როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც მისი მეგობრები საუბრობენ, რაგბისტი სანდრო მეტრეველი, ძალიან მორწმუნე, წესიერი ადამიანი იყო და ის პოლიციელებმა ინციდენტამდე მწყობრიდან გამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა მინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 19 წლის სანდრო მეტრეველია, ნივთმტკიცებად კი სანადირო თოფია ამოღებული. დაკავებული პოლიციის მეზობლად ცხოვრობს და როგორც მეზობლები აცხადებენ, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ თელავის პოლიციის შენობის ეზოში სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, 40 წლის გელა ლამაზაშვილი მოკლეს, ხოლო მაია ჯავახიშვილი დაიჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

იტვირთბა....