ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვოლსკი: გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი შინაარსითა და პათოსით ნაცებთან გაიგივდა

ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკის თქმით, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსითა და პათოსით “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაიგივდა.

“ისინი საუბრობენ არა გეგმებზე, სამუშაო გარემოზე, არამედ ოპოზიციაში სკანდალზეა შეჯიბრი. რაც მთავარია, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსითა და პათოსით “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაიგივდა. ამ ყველაფრის მიზანია, რომ ყურადღება მიიქციონ, რათა ეს პოლიტიკური ჯგუფი სკანდალური თემების მიღმა არ დარჩეს. თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ, კონკრეტულ ორგანოებს მიმართონ და დაასახელონ, კონკრეტულად რა სახის ზეწოლა იყო განხორციელებული. მათ შორის, დიდი თანხის სანაცვლოდ, ეს არის სრული აბსურდი. სამწუხაროდ, უზნეობაც”,- ამბობს ვოლსკი.

იტვირთბა....