ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოშტარია: დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, რომელიც უსამართლობას აპროტესტებდა სამსახურიდან გამოაგდეს

პარტია “დროას”  ლიდერი ელენე ხოშტარიას თქმით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი გაათავისუფლეს, მიზეზად კი უთხრეს რომ ის არეულობას იწვევდა. ამის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

“დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, რომელიც უსამართლობას აპროტესტებდა გამოაგდეს სამსახურიდან. აი ესე პირდაპირ, კონფლიქტს იწვევო და წადიო. ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში. ასეთი უსამართლობების არდაშვებაზე გადის ყველაფერი. ერთხელ გასდით და მერე ყველაფერი გასდით. მხარდაჭერა ირაკლი ბაღდავაძეს”,- წერს ხოშტარია.

ხოშტარიას თქმითვე, დასუფთავების სამსახურის პროტესტისთვის გაგდებულ ირაკლი ბაღდავაძის მხარდაჭერა საერთო საქმეა და დაუშვებელია მისი განთავისუფლება ამისთვის ელენე ხოშტარია საზოგადოებას 2 გზას სთავაზობს:

“1. ირაკლი აპროტესტებს ბელიაშვილის 119 ში. ვისაც შეგიძლიათ მიდით. ვისაც გინდათ დაუკავშირდეთ მომწერეთ პირადში და მოგცემთ ნომერს

2. ვუპოვოთ სამსახური

ცხადია არჩევნების მერე უნდა დაბრუნდეს იქ სადაც ეკუთვნის. მანამდე დავუდგეთ გვერდში”,- წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დასუფთავების თანამშრომლები პროტესტს გამოხატავდნენ და რამდენიმე დღე სამუშაო პროცესიც შეწყვიტეს. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვდნენ.

იტვირთბა....