ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტში რეისები გადაიდო

უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტში წუხელ დაგეგმილი ვარშავის რეისი გადაიდო.

ქუთაისის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ ძლირი თოვის გამო ვარშავა-ქუთაისის და ქუთაისი-ვარშავის რეისები, რომელიც წუხელ უნდა განხორციელებულიყო, გადაიდო.

ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციით, გადადებული რეისები ხვალ გამთენიისას შესრულდება.

ამ დროისთვის ქუთაისში აღარ თოვს, რის გამოც დღეს დაგეგმილი ყველა რეისი განრიგის მიხედვით შესრულდება. ქუთაისის არეოპორტი პირველ რეისს დღეს 11:45 საათზე ვილნიუსიდან ელოდება.

წუხელ, ქუთაისში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა. ძლიერი ყინვისა და ნალექის გამო, ქალაქში საავტომობილო მოძრაობაც შეფერხდა. გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკური მარილის და ქვიშის დაყრა ქუთაისის გზებზე ამ დრომზე გრძელდება.

იტვირთბა....