aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილი: მე ველაპარაკე ეპიდემიოლოგებს და უახლოეს დღეებში გარდაცვლილთა რაოდენობა 100-ს გადაცდება

დილამშვიდობისა, თუმცა არაფერი მშვიდობა ამ დილას არ სჭირს. დღეს საქართველოში დაფიქსირდა 80-მდე ადამიანის სიკვდილი კოვიდისგან. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ერთ-ერთმა მუშკეტერმა წამოაყრანტალა არაფერი ნახტომი არ არისო.. მე ველაპარაკე ეპიდემიოლოგებს, ინფექციონისტებს თბილისში და უახლოეს დღეებში დაღუპულთა რაოდენობა გადაცდება 100 ადამიანს. ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ ინტუბაციაზე და ხელოვნურად უხანგრძლივებენ განწირულ ადამიანებს სიცოცხლეს… თავიდან არავინ იცოდა ამ ეპიდემიის მართვა, შემდეგ მსოფლიომ ისწავლა ამის მართვა, შემოვიდა ვაქცინა და აიცრნენ. საქართველოში იტყუებოდნენ, რომ იცოდნენ მართვა და შემდეგ ხელოვნულრად არ შემოიტანეს ვაქცინა, ივანიშვილის განკარგულებით, მე ამას ვამტკიცებ სრული კომპეტენტურობით იმიტომ, რომ მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და მაშინ მთავრობამ ამაზე უარი თქვა. სანამ ამერიკელებმა ძალით არ შეტენეს. ბოლოს არც იღებდნენ ამ ვაქცინას. ხელოვნურად არ შემოჰქონდათ ვაქცინა იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა არჩევნებისთვის ხალხი იყოს სახლში.
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

იტვირთბა....