ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეპისკოპოსი საბა: კორონავირუსი არის ფიზიკური დაავადება და არა სულიერი

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი ამბობს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, რომ ადამიანების სიცოცხლე იყოს დაცული. ამის შესახებ ეპისკოპოსმა ვიდეოჩართვისას განაცხადა.

“კორონავირუსი არის ფიზიკური დაავადება და არა სულიერი დაავადება. ეს არ უნდა განვიხილოთ როგორ საღვთისმეტყველო საკითხი, ესაა სამედიცინო საკითხი. სამწუხაროდ, არის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ვირუსის დემონიზებას ახდენენ და მათი სიტყვით, შეიძლება ადამიანები მოკვდნენ. მოკვდნენ იმის გამო, რომ დაუჯერონ მათ სიტყვას, არ აიცრან და გახდნენ ამ საზარელი ვირუსის მსხვერპლი ხორციელად.

უნდა ავიცრათ იმიტომ, რომ როცა ავიცრებით, ჩვენი ორგანიზმი ქმნის იმუნიტეტს, რათა ადვილად გადავიტანოთ კოვიდი. ამას გვიხსნიან ექიმები, არ გვეუბნებიან, რომ არ დაგვემართება, თუ ავიცრებით. ჩვენ ყური უნდა ვუგდოთ ექიმებს. შეუფასებელია მათი შრომა და მათი ფასი, რასაც ამ ორი წლის მანძილზე აკეთებენ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მოვუსმინოთ ექიმებს, რადგან ეს არ არის რელიგიური საკითხი”,- ამბობს ეპისკოპოსი საბა.

იტვირთბა....