ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მდინარაძე: დაახლოებით 10 დღის წინ გადავწყვიტეთ, რომ შალვა ელოშვილი ყაზბეგის მერობის კანდიდატი აღარ ყოფილიყო

ქართული ოცნების წევრის მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ შალვა ელოშვილის ბედი 10 დღის წინ გადაწყდა და ის ყაზბეგის მერობის კანდიდატი აღარ იქნებოდა. ამის შესახებ მდინარაძემ იმედის ეთერში განაცხადა.

“შალვა ელოშვილი ამბობს, რომ ტოვებს გუნდს და ისეთ ინტერპრეტირებას უკეთებს ამ განცხადებას, თითქოს ის მერობის მოქმედი კანდიდატია. ეს არაა სიმართლე. დაახლოებით 10 დღის წინ პარტიაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის აღარ ყოფილიყო კანდიდატი. ეს იყო 62 კანდიდატიდან ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ მერობის კანდიდატის ჩანაცვლება მოგვიწია – ბაკურ ავსაჯანიშვილის კანდიდატურით. ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობდა ყაზბეგში ჩვენი აქტივისტებისა და მხარდამჭერების არაერთგვაროვანი დამოკიდებულებიდან”,- ამბობს მდინარაძე.

ყაზბეგის მერობის „ქართული ოცნების“ ყოფილმა კანდიდატმა შალვა ელოშვილმა მმართველი პარტია დატოვა.

იტვირთბა....